Monday, June 15, 2009

ჰალიკარნასის მავზოლეუმი

ჰალიკანასი იყო კარიის მთავარი ქალაქი. კარია ძვ.წ 4ე საუკუნეში სპარსეთის იმპერიაში შედიოდა. ამ დროს კარიას მართავდა მავსოლე. იგი დაქორწინდა საკუთარ დაზე , რომელსაც ერქვა არტემისია. მავსოლემ გადაწყვიტა თავისი და მეუღლის სამუდამო განსასვენებლად აეგო ისეთი აკლდამა მანამდე რომ არ ღირსებია მოკვდავთაგან არც ერთ დიდებულს.
აკლდამის აგება მავსოლეს სიცოცხლეშივე დაიწყეს. კარიის მართველმა მისი დასრულება ვერ მოასწრო. იგი დაახლოებით ძვ.წ 350-წელს გარდაიცვალა. დაკრძალეს მის მიერ აგებულ აკლდამაში, რომელსაც მავსოლეს პატივსაცემად მავზოლეუმი უწოდეს. მავზოლეუმი საბოლოო სახით არტმისიამ დაასრულა.
ჰალიკანასი წარმოადგენდა ბერძნული ტაძრის მსგავს ნაგებობას, იგი შემკული იყო მარმარილოს კოლონებითა და ქანდაკებებით.
მოგვიანებით მავზოლეუმი განადგურდა. ჰალიკარნასს დღეს ბოდრუმი ეწოდება. არქეოლოგიურმა გათხრებმა მის მრავალ საიდუმლოს ნათელი მოჰფინა. თვითონ ჰალიკარნასი ულამაზესი ქალაქი ყოფილა, რომელსაც 7 კილომეტრიანი გალავანი გონდა შემოვლებული. ქალაქის ღირშესანიშნაობებს შორის იყო მარსის ტაძარი, ამფითიატრი და თვითონ მავსოლეს სასახლე.
მავსოლე დაწვევს, ხოლო მისი ფერფლი მიწისქვეშა სამარხში შეინახეს. შესასვლელი მასიური ქვებით ჩახერგეს და მიწით დაფარეს, ამის მიუხედავად ნძარცველებმა გვირაბი გათხარეს და სამარხი გაძარცვეს. უკანასკნელ წლებში განძის გადარჩენილი ნაწილი აღმოაჩინეს.
მავსოლეუმი ხელოვნების უმშვენიერესი ნიმუში იყო.შემკული იყო სვეტებით და ქანდაკებებით, რომლებიც პანტერებზე, ტახებზე და ირმებზე მონადირე ბერძნებს გამოხატავდა. შუბები ბრინჯაოსაგან იყო ჩამოსხმული. სახურავის ოთხცხენიანი ეტლის 6 მეტრიანი მარმარილოს ქანდაკება იდგა. ცხენის სადავეები ოქროსაგან იყო ჩამოსხმული. ტაძარს ასევე ამშვენებდა ბერძნულ სამოსში გამოწყობილი ქანდაკებები.
მავსოლეუმი მიწისძვრამ დააზიანა, შემდეგ კი ჯვაროსანთა რაინდებმა მთლიანად დააგრია. დღეს ნებისმიერ დიდ აკლდამას მავსოლეუმს უწოდებენ.

ბაბილონის დაკიდებული ბაღები

ფაილი:Hanging Gardens of Babylon.jpg
სიტყვა დაკიდული ბაღები არასწორი თარგმანია ბერძნული სიტყვიდან "კრემასტოს" და ლათინური "პენსილისა". რომაული "პენსილები" ეწოდება ტერასებს თუ კარგად დავაკვირდებით მას ეს მნიშვნელობა აქვს. ამას ისიც ამტკიცებს რომ ბაბილონური ბაღები დაკიდული არ იყო არამედ ისინი გაშენებული იყო ტერასებზე. არსებობს ლეგენდა იმის შესახებ, თუ როგორ შეიმუშავა მეფემ ეს გეგმა. როდესაც ბაბილონზე ბატონობდნენ ასირიელები, ნებუქადნეზარმა კავშირი შეკრა სიაქსერესთან, მიდიელების მეფესთან. მან იცოდა, რომ იგი ემზადებოდა ნინევიის, ასირიელთა დედაქალაქის, დასალაშქრად. ნინევია დააქციეს, ხოლო ნებუქადნეზარმა შეირთო ასული თავისი მოკავშირისა, მიდიელი მეფის ასული, რომელიც გამოირჩეოდა სიტურფით. ბაბილონში მობრუნებისას ნაბუქედნეზარმა დაინახა, რომ თავისი პატარძალი არ იყო ბედნიერი. მიდიელთა სამეფო, მისი სამშობლო, მთაგორიანი ქვეყანა იყო, ბაბილონი კი მოსაწყენ ვაკეზე მდებარეობდა. ხელმწიფემ დაინახა, რომ მეფის ასული მისტიროდა თავის მშობლიურ მთებს და ამიტომ გადაწყვიტა მისთვის აეგო მთა ბაბილონშივე. მან თავი მოუყარა თავის საუკეთესო არქიტექტორებს, ინჟინრებსა და ხელოსნებს და აუხსნა თავისი გეგმა, რაც ფრიად ძვირი დაუჯდებოდა, მაგრამ ამას არ ჰქონდა მნიშვნელობა თუ დედოფალი ამით შეეგუებოდა თავის ახალ ოჯახს.ამ გეგმით მეფის სასახლის მახლობლად უნდა აშენებულიყო დიდი ტერასებიანი სტრუქტურა, 350 ფუტის სიმაღლისა, სადაც დარგავდნენ ხეებს, ბუჩქებს, დათესდნენ ბალახს და გააშენებდნენ ყვავილნარებს. მესოპოტამიის ეს ნაწილი გვალვიანია, ასე რომ მცენარეულობის მორწყვისათვის საჭირო იქნებოდა წყლის ამოქაჩვა ევფრატიდან. მაგრამ ეს მხოლოდ ნაწილი იყო გეგმისა. ნაგებობის ქვედა ნაწილებში დიდი პალატები იყო ჩაფიქრებული, რომელშიც შუა ზაფხულში სიგრილე იქნებოდა, ვინაიდან მათ ფანჯრებს ფარდების მსგავსად გადაეფარებოდა სარწყავი წყლის ჩქერალები. ამ პალატებში, რომელნიც გადმოსცქეროდნენ მოფუსფუსე ქალაქს, იცხოვრებდნენ დედოფალი და მისი ქმარი, რომელთაც არ შეაწუხებდათ მესოპოტამიური ზაფხულის ხვარტი. ამრიგად, დაკიდული ბაღების მშენებლობი ისტორია სიყვარულის ისტორიაა, თვალსაჩინო მაგალითია თუ რა ზომამდე შეიძლება მისულიყო აღმოსავლელი დესპოტი, რათა ეამებინა თავისი ვნების ობიქტისთვის. ნაბუქადნეზარმა და მისმა არქიტექტორებმა თავი გაართვეს დასახულ გეგმის განხორციელებას, თუმცა შესაძლოა ძალზე ძვირი დაუჯდათ იგი. მაგ. მესოპოტამიაში არ მოიპოვება ქვა. ძველი ბაბილონური ქალაქები აგურით არიან ნაშენნი. ქვა იმდენად იშვიათი რამ იყო, რომ კარისათვის განკუთვნილ ქვის ჩარჩოებს ინახავდნენ, როდესაც ანგრევდნენ ამა თუ იმ სასახლეს ან ტაძარს, რათა ხელახალი მშენებლობისას გამოეყენებინათ ისინი. დაკიდული ბაღების სუპერსტრუქტურისათვის კი ქვა აუცილებელი იყო; ამიტომ ქვას ეზიდებოდნენ უშველებელი მანძილებიდან, რაც ძალზე ძვირი უჯდებოდათ. მეორე ტექნიკური პრობლემა რომელსაც წააწყდებოდნენ მეფის ინჟინრები, იყო პალატების დაცვა მათ სახურავზე გაშენებული ბაღებიდან წყლის გამოჟონვისაგან. მათ დასძლიეს ეს პრობლემა სახურავზე ლაქაშისა ასფალტის დაგებით, ხოლო ზემოდან ტყვიის სქელი ფენების დასხმით. სამწუხაროა რომ აღარ არსებობს აღარც ბაბილონი და აღარც მისი დაკიდული ბაღები. არქეოლოგიური გათხრებისა და სხვადასხვა აღწერებით მსჯელობენ, რომ ბაღი გაშენებული იყო ფართო გადმოწოლილ ტერასებზე, რომელთაც ჰქონდათ საფეხურის ფორმა, დაახლოებით 400 ფუტის სიმაღლეზე. ამ ტერასებს იკავებდა მძიმე თაღები. მათზე დაგებული იყო მიწის სქელი ფენები, რაც საკმარისი იყო არა მხოლოდ ყვავილების, არამედ დიდი, ნაყოფიერი ხეების ზრდისათვისაც. ბაღების ირიგაცია ხდებოდა ჰიდრავლიკური ტუმბოებით, რომელთაც ხელით ამუშავებდნენ, ან შესაძლოა ხარებით, ამის შესახებ არაფერია ცნობილი.

ალექსანდრიის შუქურა

როდესაც ალექსადრე დიდმა ფეხი დადგა ეგვიპტის მიწაზე. თავისი მომავალი დედაქალაქის ადგილად მან აირჩია მეთევზეთა მცირე დასახლება რაკოთისი ნილოსის დასავლეთ ტოტზე. აქ იყო დაბალი, ქვიშიანი ნაპირი და მცირე კუნძული, სადაც ალექსანდრემ თუ მისმა მრჩეველებმა დაინახეს პორტის აგების შესაძლებლობა. მის უკან მდებარეობდა მოერისისეული ტბა, რომელიც ერთვოდა ნილოსს და წყლით ამარაგებდა პორტს მდინარესთან და ძღვასთან ერთად. ნავსადგურებს არ უწევდათ ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთის მოქცევა, რომელმაც შლამით აავსო სხვა პორტები. ეს იცოდნენ რა თქმა უნდა ბერძნებმა, რომლებიც დასახლებული იყვნენ მრავალი ასეული წლის წინ აქ. მათი ქალაქი ნავკრატისი არც ისე შორს იყო. ალექსანდრე დიდს, როგორც ელინური კულტურის თავკაცს, სურდა ისეთი ადგილი, სადაც მისი დედაქალაქი თავისუფლად განვითარდებოდა, ეგვიპტური ნაგებობებისა და ადგილობრივი ტრადიციების მხრივ ხელის შეშლის გარეშე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აღმოცენდა უმდიდრესი ქალაქი და უდიდესი კულტურული და კომერციული ცენტრი ბერძნული სამყაროსი; პტოლემეთა დედაქალაქი, ანტონიუსის და კლეოპატრას მიჯნურობის არენა, ასეთი ელეგანტობის, მშვენიერების და ბრწყინვალების საუფლო, როგორიც ეგვიპტეს არ მოსწრებია იმპერიული თებეს შემდეგ. ეს იყო ალექსანდრია. თავად ალექსანდრე ვერ მოესწრო ქალაქს, მაგრამ მისი სიკვდილის შემდეგ მისმა გენერალთაგანმა დიპყრო ეგვიპტე, როგორც თავისი კუთვნილი ნაწილი აწ დაშლილი იმპერიისა, დააფუძვნა დინასტია და მის სატახტო ქალაქად აქცია ალექსადრია. არქიტექტორმა დინიკრატემ დაგეგმა ქალაქი, რომელიც შედგებოდა წვრილ-წვრილი ქუჩების ქსელისგან და დიდი ცენტრალურსვეტებიანი მოედნისაგან, რომლის სიგანეც იყო 100 ფუტი. აღმოსავლეთ მას ჰქონდა მზის კარიბჭე, ხოლო დასავლეთით მთვარის კარიბჭე. შუქურის მცირე კუნძული დაუკავშირდა ხმელეთს ჯებირით, ხოლო ერთ დროს ჭაობიან სანაპირო ზოლზე მძლავრი შენობები აღმოცენდა. აქ იყო მუზეუმები, გარეგნულად ვითომდაც მუზების ტაძარი, სინამდვილეში კი უნივერსიტეტი, სადაც თავმოყრილნი იყვნენ მეცნიერები ბერძნული სამყაროს მრავალი კუთხიდან, რომელთაც სახელმწიფო უხდიდა ჯამაგირს, რაც აძლევდა მათ არა მხოლოდ სწავლების, არამედ მეცნიერული კვლევის შესაძლებლობას. მუზეუმის კუთვნილი ბიბლიოთეკა ცნობილი იყო მსოფლიოში უდიდესი და რომაული პერიოდისთვის იქ დაგროვდა ათასობით "გრაგნილი". აქ იყო მეფეთა სასახლე, ალექსანდრიის აკლდამა, ზოოლოგიური ბაღები, ცეზარიუმი, რომელიც წამოიწყო კლეოპატრამ, ვითარცა ტაძარი, ანტონიუსისადმი მიძღვნილი და რომელიც შემდეგ დაასრულდა ავგუსტუსის პატივსაცემად
თუ გავიკვლევდით გზას მესამე საუკუნის ალექსანდრიაში, დავინახავდით სანაპიროს გასწვრივ ლურჯ წყალზე მოტორტმანე წითელაფრიან, ქიმმოკაკვულ გემებს; პატარ-პატარა ნავებს, აქეთ-იქით რომ სერავდნენ ზღვას; ჯებირის ხაზს, რომელიც აერთებდა კუნძულს ხმელეთთან და კუნძუნლზე კი უღრუბლო ცაში ატყორცნილ ოთხასფუტიან სიმაღლე უნდა ყოფილიყო 400 ან 600 ფუტი) მარმარილოს კოშკისდარ ნაგებობას, ბაბილონური ციგურატის მსგავსად საფეხურიანს. ქვედა იარუსები ოთხკუთხაა, ხოლო უმწვერვალესნი წრიულნი არიან, ყოველი მათგანის ძგიდეზე აივნები ჰქონდათ, მდიდრულად მოხატულ მოჩუქურთმებული. მწვერვალზე მარჯვენა მხარეს უშველებელი მაყალი იდგა რომელშიც გამუდმებულად ენთო ცეცხლი. ეს იყო ყველა შუქურის პროტოტიპი. ზოგიერთ ევროპულ ენაში ეს სიტყვა დღესაც "შუქურას" ნიშნავს: მაგ. ფრანგულად პჰარე, ესპანურად კი ფარო.თუ გავივლიდით ჯებირს და უფრო ახლოდან შევხედავდით, ჩვენს წინაშე ცათამბჯენივით აღიმართებოდა შენობა. მის თეთრ ზედაპირზე უამრავი სარკმელია, ვინაიდან ეს მხოლოდ შუქურის კოშკი არ იყო, არამედ ციხესიმაგრეც, მასში სამასზე მეტი ოთახი იქნებოდა. მასში გამოყენებული იყო განსაცვიფრებელი ხელოვნება, აღსანიშნავია ძირითადად შუქურისათვის საწვავის მიწოდება ყოველი ზემოაღნიშნული გადმოცემის თანახმად დაპროექტეულია კნიდოსელი სოსტრატეს მიერ. საძირკველის დონიდან დაწყებული ფართო სპირალური დერეფნები მიემართებოდნენ აღმა იმგვარი დახრილობით, რომ დატვირთული ცხენები და თვით ფორნებიც კი იოლად ახერხებდნენ იოლად ასვლას. ამ გზის თავზე კარიბჭე ყოფილა, იქვე ამწე რომლითაც ეზიდებოდნენ საწვავს მწვერვალის მაყალზე. ცეცხლს იქვე ედგა სარკე "პრიალა ქვისა", რომელიც აძლიერებდა ნათელფენას და რომლის დანახვაც შესაძლებელს ხდიდა მის დანახვას 300 მილის მანძილზე. ფაროსზე არსებობდა მრავალი ლეგენდა. ერთის აზრით თურმე ლინზის მეშვეობით შესაძლებელი ხდებოდა მზის სხივის მის ფოკუსში მოხვედრის შემდეგ 100 მილის მანძილზე გემების დაწვა. მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სოსტრატემ გამოიგონა ახალი ფორმის ლინზა, რომელიც იძლეოდა უფრო ძლიერ შუქს, ვიდრე დღემდე არსებული სხვა ლინზები

როდოსის კოლოსი

როდოსის კოლოსი-არტემიდას ტაძარრის და მოვზოლეუმის თანამედროვეობაა. მისი შექმნის იდეა ჩვენს ერამდე 304 წელს დაიბადა, როდესაც პატარა კუნძულის მკვიდრნი, რომელიც მცირე აზიის ნაპირთან მდებარეობდა, ალყისაგან შელახულ კედლებზე იდგნენ და უყურებდნენ თუ როგორ იკარგებოდა ზღვაში ალექსანდრე მაკედონელის ერთ-ერთი უკანასკნელი მემკვიდრის გემები-წინა აზიისა და სირიის მმართველის შვილის დემეტრი პოლიორკეტის.

იმისათვის რომ დაეძლიათ როდოსელები, პოლიორკეტმა ქალაქში საიერიშე მანქანები მოტიანა. მოიერიშეთა სიამაყე იყო ჰელეოპოლიდა, რომელიც მოძრაობაში მოყავდა სამიათასოთხას მეომარს. ტოვებდა რა კუნძულს პოლიორკეტი წარუმატებელი ალყისა და შეტევის შემდეგ მან მიაგდო კუნძულზე უზარმაზარი ჰელეოპოლიდა, მსოფლიოს ერთგვარი საოცრება, რომელმაც ვერ შეასრულა თავისი დანიშნულება. ზუსტად მან მოუტანა ქალაქს არამხოლოდ სარგებელი არამედ დიდებაც. ვაჭრებმა ქალაქში გამარჯვების შემდეგ შესთავაზეს ჰელეოპოლიდის ყიდვა ჯართის სახით, სთავაზობდნენ რკინაში რა 300 ტალანტს-ზღაპრულ თანხას იმ დროისათვის. ქალაქის გადარჩენისა პატივსაცემად გაყიდული მანქანის ფულით გადაწყდა აეგოთ ჰელიოსის-როდოსის მფარველის ძეგლის აგება. ძეგლის შექმნა დაავალეს ხარესს, ლისიპის მოწაფეს. ხარესმა შესთავაზა ქალაქის თავებს ჰელიოსის ფეხზე დამდგარ მდგომარეობაში გაკეთება, მარცხენა ხელში მას ძირს ჩამოშვებული გადასაფარებელი ეჭირა, ხოლო მარჯვენა ხელი შუბლთან ქონდა მიტანილი და შორს იხედებოდა. მართალია ასეთი პოზა არაკანონიკური იყო მაგრამ ხარესმა იცოდა რომ კოლოსი არ დამაგრდებოდა თუ კი ღმერთი წინ გაწევდა ხელს. ოცდათექვსმეტმეტრიანი ძეგლის ფუძედ სამი მასიური ქვის ძელი გამოიყენეს, რომლებიც რკინის შველერებით იყო შეკრული ბეჭებთან. ძელებზე და შველერებზე იყო დამაგრებული რკინის კარკასი, რომელიც ბრონზეს ნაჭედი ფურცლებით დაფარეს.

კოლოსი იზრდებოდა ნაპირზე სადგომთან, მარმარილოთი მოპირკეთებულ ხელოვნურ ბორცვზე. თორმეტი წლის განმავლობაში ვერავინ ვერ ხედავდა კოლოსს, რადგან როგორც კი ახალ მეტალის ფურცელს მიაგებდნენ ეგრევე მიწას აყირდნენ მას, ისე რომ დაფარული მზა ნაწილი. ამით ხელოსნები უფრო მარტივად მიიწეოდნენ ზემოთ. მხოლოდ მაშინ დაინახეს როდოსელებმა თავისი მფარველი როდესაც მიწაყრილისაგან გაიწმინდა ის. ბრწყინვალე ღმერთი რამოდენიმე კილომტერიდან მოჩანდა და მალე ხმა მის შესახებ მთელ ანტიკურ სამყაროში გავრცელდა. მაგრამ ნახევარი საუკუნის შემდეგ ძლიერმა მიწისძვრამ დაანარცხა როდოსის კოლოსი ძირს, კოლოსის ყველაზე სუსტი წერტილი მუხლები აღმოჩნდა. აქედან მოდის გამონათქვამი "კოლოსი თიხის ფეხებზე".

როდოსელები ცდილობდნენ აეყენებინათ კოლოსი, ცნობილია მეზობელი სახელმწიფოების დახმარების ფაქტებიც, ეგვიმტელმა მეფემ რამოდენიმე ასეული სპილენძის ტალანტი და ხელოსნები გამოაგზავნა, მაგრამ არაფერი არ გამოვიდა.

ასე იწვა სანაპიროზე კოლოსი-კუნძულის მთავარი ღირსშესანიშნაობა ტურისტებისათვის. დანარცხებული გიგანტი ნახა პლინი უმცროსმა, რომელიც ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეში ჩავიდა იქ. პლინიუსი გაოცებული იყო იმით რომ რამოდენიმე ადამიანმა ვერ შეძლო ხელებით გარშემორტყმა კოლოსის თითზე.

მიწაზე დაწოლილი კოლოსი ხავსითა და ლეგენდებით იფარებოდა. მნახველების მონაყოლით ის უფრო დიდი ჩანდა ვიდრე სინამდვილეში იყო. რომაულ ლიტერატურაში გაჩნდა ლეგენდები რომ ის აღმართული იყო პორტში შესასვლელის წინ და იმდენად დიდი იყო რომ მის ფეხებსშუა გემები გადიოდნენ.

ათასი წელი იწვა გაპობილი კოლოსი როდოსთან, სანამ 977 წელს არაბმა ადგილობრივმა, რომელსაც ფული ჭირდებოდა, არ მიჰყიდა ის ერთ-ერთ ვაჭარს. ვაჭარმა, იმისათვის რომ გადაეტანა კოლოსი, დაჭრა ის და 900 აქლემი ბრონზა წაიღო.

ზევსის ქანდაკება

ზევსის ქანდაკება ოლიმპიაში შვიდი საოცრებიდან ერთერთი. ფიდიოსის ნამუშევარი, დამზადებულია ხისგან და მოპირქეთებულია ოქროთი და სპილოს ძვლით.. ზევსის ქანდაკება ოლიმპიაში – ერთადერთი მსოფლიო საოცრებაა, რომელიც ევროპის კონტინენტზე აღმოჩნდა.

ბერძნებმა არ აღირსეს ელადას არც ერთ ტაძარი როგორც მსოფლიოს საოცრება და ოლიმპიის საოცრებად აღიარებისას, მათ აირჩიეს არა მთლიანად ტაძარი, არამედ მხოლოდ შიგნით მდგარი ქანდაკება.


ზევსი ოლიმპიასთან პირდაპირ კავშირში იყო. ამ ადგილების ყველა მცხოვრებს შესანიშნავად ახსოვდა, რომ სწორედ აქ დაამარცხა ზევსმა სასტიკი კრონოსი, თავისი ღვიძლი მამა, რომელმაც ძალაუფლების დაკარგვის შიშით დაიწყო თავისი შვილების შეჭმა. ზევსი გადარჩა ისევე, როგორც გარადჩებოდა ნებისმიერი ხალხის ზღაპრული გმირი: ყოველთვის გამოჩნდება კეთილი გულის პატრონი, რომელსაც შეეცოდება ბავშვი. კრონოსის ცოლმა, რეამ, მიართვა მას ზევსის მაგივრად ლოდი, რომელიც კრონოსმა გადაყლაპა. ეტყობა, კრონოსი მთ

ლიანად ყლაპავდა თავის შვილებს. როდესაც ზევსი წამოიზარდა და დაამარცხა მამა, მან გაათავისუფლა ყველა თავისი და-ძმა: ჰადესი, პოსეიდონი, დემეტრა...

ოლიმპიური თამაშები დამტკიცებული იყო ამ მოვლენის საპატივცემულოდ და იწყებოდა ზევსისთვის მსხვერპლშეწირვით.


ოლიმპიის მთავარი სათაყვანო იყო ზევსის ტაძარი დიდი ფიდიასის მიერ გაკე

თებულ ქანდაკებასთან ერთად. ფიდიასი ცნობილი იყო არა მარტო ზევსის ქანდაკებით ოლიმპოში, არამედ აგრეთვე ათენას ქანდაკებით პართენონში და რელიეფებით მის კედლებზე. პერიკლესთან ერთად ფიდიასმა შეიმუშავა ათენის გარდაქმნისა და გალამაზების გეგმა, რაც მას ძვირად დაუჯდა: მისი ძლევამოსილი მეგობრისა და მფარველის მტრები მისი მტრები გახდნენ. მათი შურისძიება ბანალური და ბინძური იყო, მაგრამ მოსახლეობას სკანდალი სწყუროდა: ფიდიასს ბრალი დასდეს პართენონში ათენას ქანდაკების შენებისას ოქრ

ოსა და სპილოს ძვლის დამალვაში.

მოქანდაკეს სახელი შურის მაძიებლებზე უფრო ძლიერი აღმოჩნდა. ელადას მაცხოვრებლებმა შეიტანეს მასთვის გირაო, ათენელებმა კი ეს საბაბი საკმარისად მიიჩნიეს იმისთვის, რომ ფიდიასი ოლიმპიაში სამუშაოდ გამოეშვათ. რამდენიმე წელი ფიდიასი ოლიმპიაში ცხოვრობდა. იგი აშენებდა ქანდაკებას _ მასალით სინკრეტულს, ჩვენთვის კი აღწერებისა და მონეტებზე გამოსახულებების მიხედვ

ით ცნობილს.


ზევსის ქანდაკება იმყოფებოდა ტაძარში, რომლის სიგრძე 64 მეტრს აღწევდა, სიგანე – 28-ს, შიგნითა სათავსის სიმაღლე კი 20 მეტრს შეადგენდა. დარბაზის ბოლოს მჯარი ზევსი თავით ჭერს ებჯინებოდა. წელს ზევით შიშველი ზევსი ხისგან იყო დამზადებული. მის ტანს მოვარდისფრო, თბილი სპილოს ძვლის ფირფიტები ფარავდა, სამოსს _ ოქროს ფოთლები, ცალ ხელში მას ნიკეს, გამარჯვების ქ

ალღმერთის, ქანდაკება ეჭირა, მეორე ხელით კი იგი მაღალ კვერთხს ეყრდნობოდა. ზევსი იმდენად დიდებული იყო, რომ როცა¦ფიდიასმა სამუშაო დაასრულა, ის მივიდა ქანდაკებასთან, რომელიც თითქოს მიცურავდა ტაძრის შავი მარმარილოს იატაკზე, და იკითხა: “კმაყოფილი ხარ, ზევს?” პასუხად ჭექა-ქუხილის ხმა გაისმა და იატაკი გაიბზარა ქანდაკების ფეხებთან. ზევსი კმაყოფილი იყო.

შემორჩა აღწერა ზევსის სავარძლისა, რომელიც სპილოს ძვლის ბარელიეფებითა და ღმერთების ოქრ

ოს ქანდაკებებით იყო დამშვენებული. ტახტის გვერდითა კედლები მოხატული იყო მხატვარ პანენასის (ფიდიასის ნათესავისა და თანაშემწეს) მიერ. შედეგად, ბიზანტიელმა იმპერატორებმა გადაიტანეს ქანდაკება კონსტანტინეპოლში ყველა სიფრთხილის დაცვით. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ქრისტიანები იყვნენ, ზევსზე ხელი ვერავინ აღმართა. ქრისტიანმა ფანატიკოსებმაც კი, კერპთაყვანისმცემლობის მტრებნა, ვერ გაბედეს ქანდაკების დანგრევა. ბიზანტიელი იმპერატორები უფლებას აძლევდნენ საკუთარ თავს,¦მაღალი ხელოვნებისთვ

ის ეცათ პატივი. მაგრამ, ქრისტიანობის მქადაგებლების სასიხარულოდ, ღმერთმა დასაჯა თავისი წარმართული მეტოქე და განურისხდა ჭეშმარიტების გ

ზას აცდენილ იმპერატორებს. ჩვენი წელთაღრიცხვით V საუკუნეში იმპერატორ თეოდოს II-ს სასახლე დაიწვა. ხის ქანდაკება გახდა ცეცხლის მსხვერპლი: ფიდიასის ქმნილებისგან დარჩა მხოლოდ რამდენიმე დანახშირებული ძვლის ფირფიტა და გამდნარი ოქროს ბზინები.

ასე განადგურდა მსოფლიოს მეშვიდე საოცრება...

როდესაც ძეგლისგან აღარაფერი რჩება, ყოველთვის ჩნდება ცდუნება, მისი არსებობა ადამიანის წარმოსახვას მიეწეროს. მსგავსი ხვედრი არ ასცდა ზევსის ქაანდაკებასაც, მით უმეტერ როდესაც მისი ასლები არ შენარჩუნდა.

იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ, რ

ომ ქანდაკება მართლაც არსებობდა და იყო ზუსტად ისეთი, როგორსაც მას თანამედროვენი აღწერდნენ, საჭიროა მოვიძიოთ მისი შექმნის არაპირდაპირი დამამტკიცებელი ფაქტები მაინც.

უკვე ჩვენს დროში ცდილობდნენ ფიდიასის სახელოსნო ეპოვათ. ასეთი ქანდაკების აშენება ითხოვდა მუშაობის არაერთ წელიწადს, ამიტომ ფიდიასს და მის თანაშემწეებს სჭირდებოდათ სოლიდური შენობა. ზევსის ქანდაკება არ იყო მარმარილოს ბელტი, რომლის დატოვება ზამთარში ღია ცის ქვეშ შეიძლებოდა.

ოლიმპიაში გათხრების მწარმოებელი გერმანელი არქეოლოგების ყურადღება მიიპყრო ბიზანტიურ ქრისტიანულ ეკლესიად გადაკეთებული ანტიკური ტაძრის ნარჩებნებმა. შენობის გამოკვლევის შედეგად, ისინი დარწმუნდნენ იმაში, რომ სწორედ აქ იყო განლაგებული სახელოსნო – ქვის ნაგებობა, რომელიც ოდნავ თუ ჩამორჩებოდა თვითონ ტაძარს. მასში იპოვეს მოქანდაკეთა და იუველირთა სამუშაო იარაღები და სამსხმელო “საამქროს” ნარჩენები. მაგრამ ყველაზე საინტერესო აღმოჩენები გაკეთებულია სახელოსნოს მეზობლად – ორმოში, რომელშიც საუკუნეების მანძილზე ოსტატები აგდებდნენ ნარჩენებსა და ქანდაკებების დაბრაკულ ნაწილებს. იქ ნაპოვნია

ზევსის ტოგის ჩამოსხმული ფორმები, სპილოს ძვლის უამრავი ფირფიტა, ნახევრად რძვირფასი თვლების ნატეხები, ბრინჯაოსა და რკინის ლურსმნები – მოკლედ, სრული და უდავო დამტკიცება იმისა, რომ სწორედ ამ სახელოსნოში შექმნა ფიდიასმა ზევსის ქანდაკება, თანაც ზუსტად ისეთი, როგორის აღწერასაც ვფლობდით. და ბოლოს, ნარჩენების გროვაში არქეოლოგებმა იპოვეს დოქის ძირი, რომელზეც იყო წარწერა: “ვეკუთვნი ფიდიასს”.

ეგვიპტის პირამიდები

ეგვიპტის ძველი სამეფოს პერიოდში ფარაონებმა სტაბილური ცენტრალური მთავრობა ჩამოაყალიბეს ნილოსის სანაპიროს გარშემო. შესაძლოა მათი ყველაზე დიდი მემკვიდრეობა არის პირამიდები და სამარხები, რომლებიც აშენდა რათა ფარაონებს ”შემდგომ ცხოვრებაში” თავშესაფარი ჰქონოდათ.
იმისათვის, რომ დაეცვათ ფარაონების სული, რომელთაც მათი სხეულები ინახავდნენ, ეგვიპტელებმა ააშენეს მასიური სამრხები, თუმცა ეს ყოველთვის პირამიდები არ იყო.
ბევრი მეცნიერი კამათობს იმის შესახებ თუ ვინ აშენებდა პირამიდებს, რა წარმომავლობისა და სტატუსის ხალხი. მეცნიერთა და ისტორიკოსთა ნაწილი ამტკიცებს, რომ პირამიდები არ აუშენებიათ მონებს ან უცხოელებს, როგორც ამას ყველაზე გავრცელებული ვერსია ამტკიცებს. სამარხებიდან ამოღებულმა ჩონჩხებმა აჩვენეს, რომ ისინი ჩვეულებრივი ეგვიპტელები იყვნენ, რომლებიც ცხოვრობდნენ სოფლებში და ფარაონის ქვეშევრდომებად ითვლებოდნენ.
ზოგიერთი მათგანი ქალიც კი ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ არ არის ცნობები მათი მშენებლებად მუშაობისა, ნაპოვნია ქალის რამდენიმე ჩონჩხი, რომელიც ადასტურებს მოსაზრებას მათი მძიმე ლოდებზე მუშაობისა ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე.
როგორც გამოთვლილია 20,000-დან 30,000 მუშა აშენებდა გიზის პირამიდებს 80 წლის მანძილზე. სამუშაოების მეტი წილი სრულდებოდა ნილოსის ადიდების დროს.
როგორ შენდებოდა პირამიდები?
ეს შეკითხვა მთავარი თავსატეხია მეცნიერებისათვის დღემდე. ჯერ კიდევ არ არის დოკუმენტური წყაროები, რომელიც ეგვიპტოლოგებს მისცემდათ პასუხს მათი მშენებლობის შესახებ.
ყველაზე გავრცელებული თეორიის თანახმად, იმისათვის რომ დიდი ზომის ქვები გადაეადგილებინათ მათ ხის მორებზე აცურებდნენ, რაც საქმეს აადვილებდა. ქვები მიბმული უნდა ყოფილიყო თოკით ადამიანებზე, რომლებიც მათ წინ უბიძგებდათ. ამავე დროს რამდენიმე კაცს უნდა გამოეცალა უკანასკნელი მორი, რომელიც მიჰქონდათ შემდეგ და ისევ წინ დებდნენ და ამგვარად ქმნიდნენ უწყვეტ რგოლს.
ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე, რომელმაც ეგვიპტეში იმოგზაურა ძვ.წ. 450 წერდა, რომ ეგვიპტელებს ჰქონდათ გარკვეული მოწყობილობა, რომლსაც იყენებდნენ დიდ და მასიური ქვების ასაზიდად. რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, მეცნიერებმა ამგვარი ამწე მოწყობილობების ვერანაირი დამამტკიცებელ საბუთს ვერ მიაკვლიეს.
როგორც ცნობილია, პირამიდების მშენებლობის დასრულებას თითქმის ოცი წელი დასჭირდა მისი ზომებისა და ქვების ტიპებიდან გამომდინარე. თითოეული ქვა დაახლოებით ორიდან ხუთ ტონამდე იწონიდა და თანაც საკმაოდ შორი მანძილიდან მოჰქონდათ. ყველაფერმა ამან ძალიან გაართული პირამიდების მშენებლობა, თუმცა შედეგი როგორც ვხედავთ განსაცვიფრებელია.


თავად სტრუქტურის აწყობაც დიდ შრომას მოითხოვდა. მშენებლებს დიდი დრო დასჭირდათ იმისათვის, რომ მიმხვდარიყვნენ ერთ ჭეშმარიტებას, თუკი პირამიდები მაღალი გამოვიდოდა და ექნებოდა ციცაბო გვერდები, მათი საფუძველი ფართო და განიერი უნდა ყოფილიყო. სწორედ ამის დადგენის შემდეგ შეძლეს მათ სრულყოფილი და მყარი პირამიდების აშენება.
მიუხედავად სირთულეებისა ფაქტია, რომ ეგვიპტელემბა წარმატებით დაასრულეს ისტორიაში ყველაზე მასიური შენობის მშენებლობა. არ არსებობს რაიმე სახის მაგიური ან ზებუნებრივი საშუალებები რითაც მათ ეს შესძლეს. ეს იყო მათი იმდროინდელი ტექნიუკრი შესაძლებლობებისა ცოდნის შედეგი, რომელიც ეგვიპტელებმა მთელი ისტორიის მანძილზე შეინარჩუნეს.
პირამიდების მშენებლობამ თავის მწვერვალს ხუფუს დიდი პირამიდების ხანაში მიაღწია. თითქმის ორი ათასზე მეტი წლის შემდეგ რომაელებმა იგივე ტექნიკა გამოიყენეს რაც ეგვიპტელებმა მძიმე ლოდების ტრანსპორტირებისათვის.
ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ორიგინალური მოვლენა ისტორიაში, რაც ეგვიპტელებთან არის დაკავშირებული არის მუმიფიკაცია. ისინი ფარაონებს სპეციფიკური მეთოდებით, ნაჭრებში გახვეულს ინახავდნენ სამარხებში მრავალი ათასი წლის მანძილზე. ეს ტრადიცია გარკვეულ წარმოდგენებზე იყო დაფუძნებული. ძველ ეგვიპტელები დიდ ყურადგებას აქცევდნენ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლეს, რაც მათი წარმოდგენით საოცნებო და იდეალური სამყარო იყო. თუკი ადამიანი მზად იყო, მაშინ სამი სული, რომლითაც შესდგება ადამიანი - კა, ბა და ახ - გაჰყვებოდა მას სიკვდილის შემდეგ სამყაროში. იმისათვის, რომ იქ თავი კარგად ეგრძნო სულს სჭირდებოდა ყველა ის ყოველდღირი კომფორტი რაც სიცოცხლეში გააჩნდა, მათ შორის საჭმელი, ტანსაცმელი და ავეჯი.
საჭირო იყო აგრეთვე, რომ მისი სხეული შენახულიყო მიწაში. კა, რომელიც სიცოცხლეში მუდამ ახლდა თან ფიზიკურ სხეულს, მტკიცედ იყო დაკავშირებული მასთან. ამიტომ, თუ სხეული განადგურდებოდა, სულიც მასთან ერთად განადგურდებოდა. განსხვავებით პირველი სიკვდილისაგან, ეს მეორე სიკვდილი საბოლოო იყო. შესაბამისად, უკვდავება დამოკიდებული იყო ფიზიკური სხეულის მუმიფიკაციაზე.
ძველი ეგვიპტელების მიღწევები, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავი - პირამიდები, მრავალი საუკუნის შემდეგაც აღფრთოვანებას იწვევს ჩვეულებრივ ადამიანში და ძნელი წარმოსადგენია ის, თუ როგორ შეძლეს იმ პერიოდის ეგვიპტელებმა თანამედროვეობისათვისაც კი ურთულესი კომპლექსების აშენება პრაქტიკულად შიშველი ხელებით. შესაძლოა სწორედ ეს მისტიკური და ზებუნებრივი წარმოდგენები განაპირობებს პირამიდების ესოდენ დიდ პოპულარობას.