ეგვიპტის ძველი სამეფოს პერიოდში ფარაონებმა სტაბილური ცენტრალური მთავრობა ჩამოაყალიბეს ნილოსის სანაპიროს გარშემო. შესაძლოა მათი ყველაზე დიდი მემკვიდრეობა არის პირამიდები და სამარხები, რომლებიც აშენდა რათა ფარაონებს ”შემდგომ ცხოვრებაში” თავშესაფარი ჰქონოდათ.
იმისათვის, რომ დაეცვათ ფარაონების სული, რომელთაც მათი სხეულები ინახავდნენ, ეგვიპტელებმა ააშენეს მასიური სამრხები, თუმცა ეს ყოველთვის პირამიდები არ იყო.
ბევრი მეცნიერი კამათობს იმის შესახებ თუ ვინ აშენებდა პირამიდებს, რა წარმომავლობისა და სტატუსის ხალხი. მეცნიერთა და ისტორიკოსთა ნაწილი ამტკიცებს, რომ პირამიდები არ აუშენებიათ მონებს ან უცხოელებს, როგორც ამას ყველაზე გავრცელებული ვერსია ამტკიცებს. სამარხებიდან ამოღებულმა ჩონჩხებმა აჩვენეს, რომ ისინი ჩვეულებრივი ეგვიპტელები იყვნენ, რომლებიც ცხოვრობდნენ სოფლებში და ფარაონის ქვეშევრდომებად ითვლებოდნენ.
ზოგიერთი მათგანი ქალიც კი ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ არ არის ცნობები მათი მშენებლებად მუშაობისა, ნაპოვნია ქალის რამდენიმე ჩონჩხი, რომელიც ადასტურებს მოსაზრებას მათი მძიმე ლოდებზე მუშაობისა ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე.
როგორც გამოთვლილია 20,000-დან 30,000 მუშა აშენებდა გიზის პირამიდებს 80 წლის მანძილზე. სამუშაოების მეტი წილი სრულდებოდა ნილოსის ადიდების დროს.
როგორ შენდებოდა პირამიდები?
ეს შეკითხვა მთავარი თავსატეხია მეცნიერებისათვის დღემდე. ჯერ კიდევ არ არის დოკუმენტური წყაროები, რომელიც ეგვიპტოლოგებს მისცემდათ პასუხს მათი მშენებლობის შესახებ.
ყველაზე გავრცელებული თეორიის თანახმად, იმისათვის რომ დიდი ზომის ქვები გადაეადგილებინათ მათ ხის მორებზე აცურებდნენ, რაც საქმეს აადვილებდა. ქვები მიბმული უნდა ყოფილიყო თოკით ადამიანებზე, რომლებიც მათ წინ უბიძგებდათ. ამავე დროს რამდენიმე კაცს უნდა გამოეცალა უკანასკნელი მორი, რომელიც მიჰქონდათ შემდეგ და ისევ წინ დებდნენ და ამგვარად ქმნიდნენ უწყვეტ რგოლს.
ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე, რომელმაც ეგვიპტეში იმოგზაურა ძვ.წ. 450 წერდა, რომ ეგვიპტელებს ჰქონდათ გარკვეული მოწყობილობა, რომლსაც იყენებდნენ დიდ და მასიური ქვების ასაზიდად. რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, მეცნიერებმა ამგვარი ამწე მოწყობილობების ვერანაირი დამამტკიცებელ საბუთს ვერ მიაკვლიეს.
როგორც ცნობილია, პირამიდების მშენებლობის დასრულებას თითქმის ოცი წელი დასჭირდა მისი ზომებისა და ქვების ტიპებიდან გამომდინარე. თითოეული ქვა დაახლოებით ორიდან ხუთ ტონამდე იწონიდა და თანაც საკმაოდ შორი მანძილიდან მოჰქონდათ. ყველაფერმა ამან ძალიან გაართული პირამიდების მშენებლობა, თუმცა შედეგი როგორც ვხედავთ განსაცვიფრებელია.
თავად სტრუქტურის აწყობაც დიდ შრომას მოითხოვდა. მშენებლებს დიდი დრო დასჭირდათ იმისათვის, რომ მიმხვდარიყვნენ ერთ ჭეშმარიტებას, თუკი პირამიდები მაღალი გამოვიდოდა და ექნებოდა ციცაბო გვერდები, მათი საფუძველი ფართო და განიერი უნდა ყოფილიყო. სწორედ ამის დადგენის შემდეგ შეძლეს მათ სრულყოფილი და მყარი პირამიდების აშენება.
მიუხედავად სირთულეებისა ფაქტია, რომ ეგვიპტელემბა წარმატებით დაასრულეს ისტორიაში ყველაზე მასიური შენობის მშენებლობა. არ არსებობს რაიმე სახის მაგიური ან ზებუნებრივი საშუალებები რითაც მათ ეს შესძლეს. ეს იყო მათი იმდროინდელი ტექნიუკრი შესაძლებლობებისა ცოდნის შედეგი, რომელიც ეგვიპტელებმა მთელი ისტორიის მანძილზე შეინარჩუნეს.
პირამიდების მშენებლობამ თავის მწვერვალს ხუფუს დიდი პირამიდების ხანაში მიაღწია. თითქმის ორი ათასზე მეტი წლის შემდეგ რომაელებმა იგივე ტექნიკა გამოიყენეს რაც ეგვიპტელებმა მძიმე ლოდების ტრანსპორტირებისათვის.
ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ორიგინალური მოვლენა ისტორიაში, რაც ეგვიპტელებთან არის დაკავშირებული არის მუმიფიკაცია. ისინი ფარაონებს სპეციფიკური მეთოდებით, ნაჭრებში გახვეულს ინახავდნენ სამარხებში მრავალი ათასი წლის მანძილზე. ეს ტრადიცია გარკვეულ წარმოდგენებზე იყო დაფუძნებული. ძველ ეგვიპტელები დიდ ყურადგებას აქცევდნენ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლეს, რაც მათი წარმოდგენით საოცნებო და იდეალური სამყარო იყო. თუკი ადამიანი მზად იყო, მაშინ სამი სული, რომლითაც შესდგება ადამიანი - კა, ბა და ახ - გაჰყვებოდა მას სიკვდილის შემდეგ სამყაროში. იმისათვის, რომ იქ თავი კარგად ეგრძნო სულს სჭირდებოდა ყველა ის ყოველდღირი კომფორტი რაც სიცოცხლეში გააჩნდა, მათ შორის საჭმელი, ტანსაცმელი და ავეჯი.
საჭირო იყო აგრეთვე, რომ მისი სხეული შენახულიყო მიწაში. კა, რომელიც სიცოცხლეში მუდამ ახლდა თან ფიზიკურ სხეულს, მტკიცედ იყო დაკავშირებული მასთან. ამიტომ, თუ სხეული განადგურდებოდა, სულიც მასთან ერთად განადგურდებოდა. განსხვავებით პირველი სიკვდილისაგან, ეს მეორე სიკვდილი საბოლოო იყო. შესაბამისად, უკვდავება დამოკიდებული იყო ფიზიკური სხეულის მუმიფიკაციაზე.
ძველი ეგვიპტელების მიღწევები, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავი - პირამიდები, მრავალი საუკუნის შემდეგაც აღფრთოვანებას იწვევს ჩვეულებრივ ადამიანში და ძნელი წარმოსადგენია ის, თუ როგორ შეძლეს იმ პერიოდის ეგვიპტელებმა თანამედროვეობისათვისაც კი ურთულესი კომპლექსების აშენება პრაქტიკულად შიშველი ხელებით. შესაძლოა სწორედ ეს მისტიკური და ზებუნებრივი წარმოდგენები განაპირობებს პირამიდების ესოდენ დიდ პოპულარობას.
No comments:
Post a Comment